სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში 279,617 ბენეფიციარს, რომელთაც საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 0.25 ჰა.-მდე მიწის ფართობი, აგრობარათებზე 50 ლარის ღირებულების ქულები ჩაერიცხათ. ბარათებზე ჩარიცხულმა ჯამურმა სარგებელმა 15,191,640 ლარი შეადგინა.
აგრო მაღაზიებში სპეციალური ტერმინალების დარიგება ეტაპობრივად მიმდინარეობს. აღმოსავლეთ საქართველოში ბენეფიციარებს უკვე საშუალება აქვთ, შეიძინონ პროექტით განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო საქონელი (სასუქი, სათესლე მასალა, მცენარეთა მოვლის საშუალებები, ნერგები). დასავლეთ საქართველოში აგრო ბარათებით სარგებლობა ბენეფიციარებს 20 მარტიდან შეეძლებათ.
მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ბოლო ეტაპი 2015 წლის თებერვალში დაიწყო და მის ფარგლებში სარგებელს 800,000 მცირემიწიანი ფერმერი მიიღებს. ბენეფიციარებს საშუალება ექნებათ დაამუშაონ მიწა ან მიიღონ სასოფლო-სამეურნეო საქონელი აგრო ბარათებზე ჩარიცხული ქულების გამოყენებით.
28 დეკემბერს, 15:00 საათზე, სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივით,
20 დეკემბერს ევროკომისიამ წამოაყენა
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის
2025 წლის აპრილიდან ხარაგაულში
ხარაგაულის საავადმყოფო, ბოლო წლებია,