

ხარაგაულელ ქალბატონებს მიეძღვნა ქალთა საერთაშორისო დღეს ხარაგაულის კინოთეატრში გამართული სადღესასწაულო კონცერტი.
კონცერტი კულტურის ცენტრისა (დირექტორი ვასილ კიკნაძე) და გამგეობის კულტურის სამსახურის (უფროსი ირინე ჩხეიძე) ორგანიზებით გაიმართა.
არაჩვეულებრივი მუსიკალური ნომრებით, მაღალი საშემსრულებლო ოსტატობითა და მხიარული სკეტჩებით იყო გამორჩეული დღევანდელი საღამო.
კონცერტს განსაკუთრებული ხიბლი შესძინა ირინე ჩხეიძისა და ბათუ კიკნაძის მიერ წაკითხულმა ლექსებმა.
მაყურებელი მოიხიბლა კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა ვოკალური ანსამბლისა (ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე) და სამუსიკო სკოლის პედაგოგთა გუნდის სიმღერებით; მქუხარე ტაში დაიმსახურეს ხარაგაულელმა ახალგაზრდა მომღერლებმა თინათინ ლურსმანაშვილმა და თეა ჯანიაშვილმა.
ყველაზე მეტად დამსწრე საზოგადოება მხიარულთა და საზრიანთა კლუბის – „მხიარული სასიძოების“ (ხელმძღვანელი მამუკა ჭიპაშვილი) მიერ შესრულებულმა იუმორისტულმა ნომრებმა გაახალისა.
მაყურებლებმა მადლობა გადაუხადეს კონცერტის ორგანიზატორებს ლამაზი საღამოსთვის.
ნინო კაპანაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,