„ჩემი ხარაგაულს“ მკითხველმა გურამ კვირიკაშვილმა დაგვირეკა და დაინტერდა, რამდენად არის შესაძლებელი, რომ მათ,  ვისაც გადაადგილება უჭირთ, რომ ამცრელმა ბრიგადამ საკუთარ სახლში აცრას.

ამის გასარკვევად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძეს დავუკავშირდით, მისი განმარტებით, საქართველოში მოქმედი ყველა ამცრელი დაწესებულება ვალდებულია, ჰყავდეს მობილური ჯგუფი, რომელიც იმ პირებს, რომელთაც გადაადგილება არ შეუძლიათ სახლში, ადგილზე, აცრის.

ხარაგაულის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, გიორგი ამურველაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულში მობილურმა ბრიგადამ სახლში რამდენიმე პირი უკვე აცრა.

„იმ პირებს, რომელთაც გადაადგილება არ შეუძლიათ, ან არიან ეტლით მოსარგებლეები, დამიკავშირდნენ ჩემს ნომერზე 577 14 14 91 და მობილური ჯგუფი მათ ადგილზე მოემსახურებათ,“ – ამბობს გიორგი ამურველაშვილი.

აცრის სურვილის შემთხვევაში ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ხარაგაულის საავადმყოფოს მიმღებს ტელეფონის ნომერზე: 577 59 76 52.

დღეის მდგომარეობით ხარაგაულისა და ბორითის კლინიკებში დაახლოებით 2 800 ადამიანია აცრილი.

ხარაგაულის საავადმყოფოს ექთნის, თამარ ქავთარიას ინფორმაციით, წინა თვეებთან შედარებით, ოქტომბერში აცრების მაჩვენებელი ხარაგაულში საგრძნობლად შემცირდა.

თამთა გოგოლაძე