სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი „ნაკრესი“ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში და მიმდებარე რეგიონში ახორციელებს პროექტს – „ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია თემზე დაფუძნებული მონიტორინგის სისტემის დანერგვის გზით“.
ამ პროექტის ფარგლებში 15 მოხალისე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე ქალაქებიდან და დასახლებებიდან შეირჩა.
მათ შორის სამი ხარაგაულელია – ნინო ჭიპაშვილი, მიხეილ ჯოგლიძე და ნინო მაღრაძე.
სათემო რეინჯერები ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის მიზნით ლომის მთაზე იმყოფებოდნენ.
გიზიარებთ ხარაგაულელი სათემო რეინჯერის, ნინიკო ჭიპაშვილის შთაბეჭდილებებს:
,,ყველაზე შთამბეჭდავი მაინც ირმებზე დაკვირვება აღმოჩნდა. მყვირალობის პერიოდი იყო და ყველა მხრიდან ისმოდა ხმაური. ყველა განაბულნი ვისხედით, არც კი ვსუნთქავდით, თუმცა დაკვირვების ადგილას, რომელიც, თურმე, ადრე ყოველთვის ირმებით იყო დაფარული, მათი ხმაც კი შეწყდა.
სამარისებურ სიჩუმეში, ჩვენ წინ ფენებად გადაშლილი მთების ცქერისას, როცა თითქოს ცამდე უფრო ნაკლები მანძილია დარჩენილი, ვიდრე ხმელეთამდე, ღმერთთან საუბრის სურვილი გიჩნდება.
ფიქრობ, რომ ეს ის ადგილია, სადაც შეგიძლია უფალთან პირისპირ აღმოჩნდე და მისი ძალა მთელი არსებით შეიგრძნო.
როცა ირმების ნახვის იმედი თითქმის გადაწურული იყო, მანქანას, რომელშიც ვისხედით, სამმა მათგანმა გადაურბინა წინ. ოჯახი სასეირნოდ გამოსულიყო, ჩვენ კი იდილია დავურღვიეთ. ამის ნახვა ნამდვილი ბედნიერება იყო ყველასთვის.
უკეთეს დასასრულს ვერც ვინატრებდით. ჩამოვედით უდიდესი ემოციებით დატვირთული, ვიცოდით, რომ ერთმანეთი იმაზე ორჯერ მეტად გვიყვარდა, ვიდრე წასვლამდე. როგორც ამბობენ, მთა ადამიანებს შორის სიყვარულს აღვივებს“…
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.