

მოსწავლეებსა და მასწავლებლებში კორონავირუსის გავრცელების გამო კიცხის სკოლა დღეიდან, 15 ოქტომბრიდან, 22 ოქტომბრის ჩათვლით სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიაში კი ონლაინსწავლება 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
კიცხის სკოლაში კორონავირუსით 3 მასწავლებელი და 7 მოსწავლეა ინფიცირებული, ხოლო სასულიერო გიმნაზიაში – 10 მოსწავლე.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძისგან მოპოვებული ინფორმაციით, კორონავირუსით ამ მომენტისთვის ხარაგაულში მოქმედი 26 სკოლის 42 მოსწავლე და 8 მასწავლებელია ინფიცირებული.
ამჟამად ხარაგაულში სრულად დისტანციურ სწავლებაზეა ხევისა და წყალაფორეთის საჯარო სკოლები და ნებოძირის დაწყებითი სკოლა.
ბორის საჯარო სკოლაში ონლაინსწავლებაზეა X და XI კლასები, ხარაგაულის #2 სკოლის XI კლასი და ხარაგაულის #3 სკოლაში – II კლასი.
ფოტოზე: კიცხის საჯარო სკოლა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,