

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ბოლო 24-საათში ხარაგაულში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
მათგან 5 ინფიცირებულია ვარძიაში, 6 – დაბა ხარაგაულში, 3 – ისლარში, 2 – საღანძილეში, თითო-თითო ინფიცირებულია ნებოძირში, ვერტყვიჭალაში,ზარანში, წყალაფორეთში, ღორეშაში, ჯაფაროულში, ლაშესა და ვახანში.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე სულ 1 497 შემთხვევაა დადასტუებული. მათგან 1 280 გამოჯანმრთელდა, 25 – გარდაიცვალა.
192 ინფიცირებულიდან სტაციონარში 17 პირი მკურნალობს. დანარჩენები ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ამჟამად იზოლაციაშია 125 მოქალაქე.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმის, ირინე გელაშვილის ინფორმაციით, 192 ინფიცირებულს შორის 18 წელს ქვემოთ 20 პირია.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,