

წყალაფორეთის საბავშვო ბაღის (გამგე გულო ხარატიშვილი) 14 აღსაზრდელი სწავლას საბავშვო ბაღის ახალაგებულ შენობაში გააგრძელებს.
საბავშვო ბაღის ახალი შენობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა იმერეთის გუბერნატორთან ერთად გახსნეს.
„ვფიქრობ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა საბავშვო ბაღების რაოდეობის ზრდისკენ, – გაიხსნა ახალი ბაღები და რამდენიმე შენობას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, – აღნიშნა წყალაფორეთში საბავშვო ბაღის ახალი შენობის გახსნისას მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ, – დიდი სერიოზულობით ვეკიდებით ამ საქმეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები პრობლემები გვქონდეს სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში.
წყალაფორეთის საბავშვო ბაღის შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო. მართალია, საბავშვო ბაღში 14 აღსაზრდელია, მაგრამ არასწორი იქნება, თუ ორიენტირს მხოლოდ დღევანდელობაზე ავიღებთ. ახალი შენობა დაიგეგმა იმიტომ, რომ აქ ადამიანები უნდა მობრუნდნენ. უნიკალურია კიცხის ზონა იმ თვალსაზრისით, რომ ოთხივე ადმინისტრაციულ ერთეულში (კიცხი, ვარძია, წყალაფორეთი, ხიდარი) მოასფალტებული ცენტრალური გზა და ახალი საბავშვო ბაღებია. ფაქტობრივად. ყველა პირობაა შექმნილი, რომ აქ მობრუნდნენ ადამიანები.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელ კობა ლურსმანაშვილის თქმით, ხარაგაულში საბავშვო ბაღების მშენებლობის ტენდენცია გრძელდება. მისი ინფორმაციით, უახლოეს ხანში გაიხსნება საბავშვო ბაღი ხიდარსა და ზვარეში. „უფალმა ამრავლოს ბავშვები და ჩვენ არ დავიშურებთ ფინანსებს სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებისთვის,“ – აღნიშნა გამგებელმა.
„ძალზე ბედნიერი და ლამაზი დღეა დღეს წყალაფორეთში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ამ ულამაზეს სოფელში, – აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ წყალაფორეთში სტუმრობისას, – ნორმალური ქვეყნისა და მთავრობისთვის მომავალ თაობაზე ზრუნვა პრიორიტეტია. დღევანდელი დღე ამის ნათელი მაგალითია. იმერეთში წლევანდელი წელი საბავშვო ბაღების წლად არის გამოცხადებული და ხარაგაული ამ მიმართულებით მოწინავეა. გვიხარია, რომ ასეთი დღეები ბევრი გვექნება.“
სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, ირმა სებისკვერაძის თქმით, წყლაფორეთში აღსაზრდელებს გაუუმჯობესდათ ყველანაირი პირობა. „პირველ რიგში, პატარები თავს გრძნობენ უსაფრთხოდ. წყალაფორეთის ბაღში მეორე ცვლის აღმზრდელის შტატი დაემატა.“
იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა წყალაფორეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები სათამაშოებითა და ტკბილეულით დაასაჩუქრეს.
ნინო კაპანაძე
მესამე თვეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების
ხარაგაულის ქუჩებში ხშირად შენიშნავთ სასიამოვნო გარეგნობის, ჩქარი ნაბიჯებით
2026 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის,
„ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა
„ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“ (ესაია, 7:14).