

ხარაგაულში კორონავირუსის პირველად გამოვლენიდან დღემდე სულ 1 440 შემთხვევაა დადასტურებული.
მათგან 1 270 პირი გამოჯანმრთელდა, 25 – გარდაიცვალა.
დღეისათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სულ 145 კორონავირუსით ინფიცირებულია. მათგან 17 საავადმყოფოში მკურნალობს, დანარჩენები – ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით. ამჟამად იზოლაციაში 127 მოქალაქეა.
9 და 10 ოქტომბერს COVID-19 დაბა ხარაგაულში, ვარძიაში, მაქათუბანში, ლაშეში, ბორითში, წაქვაში, ლახუნდარაში, ხევში, კიცხში, ჯაფაროულში, ღორეშაში, კიცხის იგორეთში, წყალაფორეთსა და საქარიქედში მაცხოვრებლებს გამოუვლინდათ.
ხვალ, 12 ოქტომბერს, გაირკვევა, გადავა თუ არა სწავლების ონლაინრეჟიმზე მოლითის სკოლა. ამ სკოლის დირექტორის, როლანდ ცუცქირიძის ინფორმაციით, კორონავირუსი ნებოძირის დაწყებითი სკოლის მასწავლებელს დაუდასტურდა, რომელთან ურთიერთობა მოლითის სკოლის რამდენიმე მასწავლებელს ჰქონდა.
„დღეს მოლითის სკოლის ყველა მასწავლებელმა PCR ტესტი გაიკეთა. ამ ტესტების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი, – ამბობს როლანდი ცუცქირიძე, – ამის მიხედვით გადავწყვეტთ, სწავლა რა ფორმით გავაგრძელოთ. დღეს სკოლაში მისვლისგან თავი შევიკავეთ“.
სწავლების ონლაინრეჟიმზეა წყალაფორეთის სკოლა და ორი სკოლის თითო-თითო კლასი.
ხარაგაულში საბავშვო თეატრის წრე მოსწავლე-ახალგაზრდობის
შეკითხვაზე, – რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გული დიდხანს
ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ანტიბაქტერიული საპნების გამოყენების
საფუტკრეში საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების შესახებ რჩევებისთვის მეფუტკრე გიორგი ლომსაძეს დავუკავშირდით.
სოფლად საგაზაფხულო სამუშაოების დრო დადგა. მიწის დამუშავებისთვის