

2022 წლიდან თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია ფასიანი გახდება.
ამ დროისათვის, 2021 წლის ბოლომდე, ეს მომსახურება უფასოა. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მოქალაქემ იმ შემთხვევაში უნდა მიმართოს, თუ საკუთრების დასარეგისტრირებლად არანაირი დოკუმენტი არ გააჩნია და დოკუმენტები ვერც არქივსა და სხვა უწყებებში იძებნება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე ინგა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-ივნისში ამ კომისიამ საჯარო რეესტრიდან 41 განაცხადი მიიღო, განსახილველად.
მათგან 6 დაკმაყოფილდა, 4 მოქალაქეს უარი ეთქვა, 8 განაცხადზე საჯარო რეესტრმა წარმოება შეწყვეტა. 23 განაცხადი განხილვის პროცესშია.
„2022 წლის იანვრიდან ხარაგაულში საკუთრების უფლების აღიარების მომსახურებისთვის, სავარაუდოდ, ასეთი ფასები დაწესდება – ერთი ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაციისთვის – 560 ლარი; კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დასარეგისტრირებლად – 2 ლარი.
ნინო კაპანაძე
რამაზ ბლუაშვილის ფოტო
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
„უნდა გაიმიჯნოს, მიწის რომელი ნაკვეთი ეკუთვნის მოქალაქეს და რომელი – სახელმწიფოს“
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ