

კორონავირუსზე გუშინ ტესტირება ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, ხარაგაულისა და ბორითის კლინიკებში 40-მდე პირს ჩაუტარდა.
მათგან ვირუსი შვიდ პირს დაუდასტურდა.
ორ-ორი ინფიცირებულია წყალაფორეთში, გრიგალათსა და ბორითში, ერთი – ჯაფაროულში.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე 1 397 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 1 258 პირი გამოჯანმრთელდა, 24 გარდაიცვალა.
115 ინფიცირებულიდან 15 საავადმყოფოში მკურნალობს. დანარჩენები ბინაზე იმყოფებიან. ამჟამად იზოლაციაში 85 მოქალაქეა.
კოვიდი ხევისა და ბორის სკოლის მოსწავლეებს დაუდასტურდა. ამიტომ ამ ორის სკოლის თითო-თითო კლასი ორი კვირის განმავლობაში სწავლების ონლაინრეჟიმზე გადავიდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,