

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ლაშეში მცხოვრები ქალი ხაშურის საავადმყოფოს კოვიდცენტრში მკურნალობდა.
ამით ხარაგაულში კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. პირველი ოქტომბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით ხარაგაულში კორონავირუსს უკვე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
„მოვუწოდებ ყველას, კოვიდის სიმპტომების გამოვლენისთანავე მოვიდნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, გაიკეთონ ტესტი და ზუსტად გვითხრან, ვინ არიან მათი კონტაქტები, – ამბობს ნინო ყიფშიძე, – ინფორმაციას ინფიცირებულები მალავენ. ამის გამო, სამწუხაროდ, დაავადებულთა რიცხვი იზრდება, რადგან ვირუსის მტარებელი პირები ქუჩაში დადიან.
ვიყოთ ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები – გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვების სიცოცხლეს“.
ხარაგაულში ვირუსის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე 1 390 შემთხვევა დადასტურდა. მათგან 1256 პირი გამოჯანმრთელდა, 24 გარდაიცვალა.
110 ინფიცირებულიდან 16 საავადმყოფოში მკურნალობს. დანარჩენები ბინაზე იმყოფებიან. ამჟამად იზოლაციაში 85 მოქალაქეა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,