
„ენერგო პრო ჯორჯიასგან“ მოპოვებული ინფორმაციით, „საქართველოს რკინიგზას“ მიერ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო, 6 და 7 ოქტომბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მოწოდება დროებით შეეზღუდებათ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებს – ვახანი, ზვარე, ნებოძირი, ჩრდილი, დეისი, მოლითი, ქვები, ზედუბანი, სერბაისი, ბაბი, ბეჟათუბანი, მარელისი, ანიულა, ნუნისი, ჭარტალი.
7 ოქტომბერს მაღალი ძაბვის ქვესადგურში „ხარაგაული“ დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო დენის მიწოდება 11:00-დან 16:00 საათამდე შეეზღუდებათ მომხმარებლებს დაბა ხარაგაულსა და სოფლებში: ლაშე, სარგვეში, ფარცხნალი, თეთრაწყარო, ბაზალეთი, ღორეშა, ღარიხევი, ჯაფაროული, ხორითი, ღვერკი, ჩხერი, ისლარი, ახალსოფელი, საბე, ლაშის იგორეთი, უჩამეთი, ქროლი.
ტექნიკურ-პროფილაქტიკური სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის