

კორონავირუსის პანდემიის პირობებში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად აქტუალურია სკოლისგარეშე წრეების საქმიანობის საკითხი.
დავინტერესდით, როგორ გააგრძელებენ მუშაობას ხარაგაულის მოსწავლეთა სახლი, მუსიკალური სკოლა, სპორტული სკოლა და ქორეოგრაფიული ანსამბლი.
„მოსწავლეები სწავლის დაწყების პირველივე დღეს მოვიდნენ, – ამბობს ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი მაია ბლუაშვილი, – მონატრებულები არიან ურთიერთობებს.
ამიტომ დღეს უკვე მაკრამის, ინგლისური ენის, ნორჩი მათემატიკოსის, ხატვის, საგალობლების შემსწავლელი წრეების მეცადინეობები ჩატარდა. სამეცადინო ოთახები კოვიდრეგულაციების დაცვით მოვაწყვეთ. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება“.
მეცადინეობები განახლდა შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლასა და სპორტსკოლაში.
სპორტსკოლის დირექტორის, გრიგოლ (გია) ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულსა და სოფლებში მოქმედ სპორტულ წრეებში მოსწავლეთა ნახევარი ვარჯიშებზე მივიდა.
პარასკევს, 8 ოქტომბერს, „ევროპის სპორტული კვირეულის“ ფარგლებში ხარაგაულის ღია სპორტულ მოდანზე ფრენბურთის ჩემპიონატი გაიმართება.
სასწავლო პროცესი 9 ოქტომბრიდან განახლდება ხარაგაულის სალოტბარო სკოლაში.
ორშაბათიდან, 11 ოქტომბრიდან, დაიწყებს მეცადინეობებს ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“.
ხარაგაულში საბავშვო თეატრის წრე მოსწავლე-ახალგაზრდობის
შეკითხვაზე, – რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გული დიდხანს
ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ანტიბაქტერიული საპნების გამოყენების
საფუტკრეში საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების შესახებ რჩევებისთვის მეფუტკრე გიორგი ლომსაძეს დავუკავშირდით.
სოფლად საგაზაფხულო სამუშაოების დრო დადგა. მიწის დამუშავებისთვის