

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 21 საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 6 ოქტომბერს განახლდება.
სექტემბრის დასაწყისში დაანონსდა, რომ სწავლა საბავშვო ბაღებში 4 ოქტომბერს დაიწყებოდა. რა გახდა სწავლის გადადების მიზეზი, – ამ შეკითხვით ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორს, მამუკა ჭიპაშვილს მივმართეთ.
მისი ინფორმაციით, საკვები პროდუქტების მომწოდებელმა, რომელიც ხარაგაულის გარდა, ოცი მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს ამარაგებს, პროდუქტების მოწოდება 4 ოქტომბრისთვის ფიზიკურად ვერ შეძლო.
„ზესტაფონში, საბავშვო ბაღები სწავლას 11 ოქტომბრიდან იწყებენ. ჩვენ 6 ოქტომბრისთვის ყველაფერს ვასწრებთ და ვაგვარებთ“, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალ საბავშვო ბაღებში 600-მდე აღსაზრდელია.
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.