

2021-2022 სასწავლო წელი დღეს, 4 ოქტომბერს, საკლასო ოთახებში განახლდა.
ხარაგაულის 25 საჯარო და ერთ კერძო სკოლაში სწავლას 2 157 მოსწავლე შეუდგა, მათგან 218-მა პირველკლასელმა სკოლის კარი დღეს პირველად შეაღო.
სასწავლო პროცესი სკოლებში კოვიდპანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დაცვით განახლდა.
კიცხის საჯარო სკოლის 98 მოსწავლე დღეს სწავლას ახალაშენებულ სკოლაში შეუდგა.
სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ვერტყვიჭალისა და მარელისის საჯარო სკოლებს. ვერტყვიჭალის სკოლაში 135 მოსწავლე სწავლობს, ხოლო მარელისში – 88 მოსწავლე.
15 სექტემბრიდან სწავლა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ხარაგაულში საბავშვო თეატრის წრე მოსწავლე-ახალგაზრდობის
შეკითხვაზე, – რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გული დიდხანს
ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ანტიბაქტერიული საპნების გამოყენების
საფუტკრეში საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების შესახებ რჩევებისთვის მეფუტკრე გიორგი ლომსაძეს დავუკავშირდით.
სოფლად საგაზაფხულო სამუშაოების დრო დადგა. მიწის დამუშავებისთვის