
ხარაგაულში ბავშვთა ადრეული განვითარების მომსახურების დანერგვა-განვითარების ხელშემწყობი პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
პროექტს, რომელიც ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი „თაირისი“ ერთი წლის განმავლობაში ახორციელებდა.
ბავშვთა ადრეული განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი ხარაგაულში ცენტრალური ბიბლიოთეკის ყოფილ შენობაში განთავსდა. ის ხარაგაულში მცხოვრებ 30 ბენეფიციარს ემსახურება.
პროექტის ფარგლებში გასული წლის ოქტომბრიდან ოთხთვიანი გადამზადების კურსი რვა პირმა გაიარა. მათ ტესტირების შემდეგ შესაბამისი სერთიფიკატი მიიღეს.
„თაირისის“ დამფუძნებელი და პროგრამების ადმინისტრატორი, ირინე აბდალაძე ამბობს, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, სანამ ჯანდაცვის სამინისტრო ვაუჩერულ დაფინანსებას გამოყოფს, ბენეფიციარების საჭიროებებს ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით აგვარებენ.
„ბენეფიციართა მშობლებმა სოციალური მომსახურების სააგენტოში განცხადება უკვე დაწერეს. სააგენტოს თანხმობისთანავე აღნიშნული მომსახურება სახელმწიფო სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში გადავა. იმედია, ეს მალე მოხდება, რადგან მშობლებს განცხადება ორი თვეა დაწერილი აქვთ და მომლოდინეთა რიგში დგანან.
ამჟამად, პროგრამა მაინც მუშაობს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ჯგუფურ და მეტყველების თერაპიებს აფინანსებს. აქედან გამომდინარე, ბენეფიციარებს წყვეტა არ ექნებათ,“- აღნიშნავს ირინე აბდალაძე.
„თაირისმა“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ნანა კიკნაძე ამბობს, რომ შენობის რეაბილიტაცია და გამათბობელით უზრუნველყოფა ადგილობრივ ბიუჯეტს 5 ათასი ლარი დაუჯდა. გარდა ამისა, აგვისტო-სექტემბერში ჯგუფური თერაპიის მასწავლებლისთვის 1 100, ხოლო ლოგოპედისთვის 450 ლარი დაიხარჯა.
პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 0-დან 7 წლამდე ასაკის შშმ და განვითარების დარღვევების მქონე ბავშვები. პანდემიის გამო, ამ ერთი წლის განმავლობაში, უმეტესად, სპეციალისტები ბავშვებს ოჯახებში აკითხავდნენ.
ბავშვებისა და მათი მშობლების ხარაგაულში ტრანსპორტირებას ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.
ლიკა ხიჯაკაძე
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის