
„ევროპის სპორტული კვირეულის“ფარგლებში ხარაგაულში ნარდის ჩემპიონატი ჩატარდა.
შეჯიბრს 18 მონაწილე ჰყავდა. ტურნირში პირველი ადგილი ზაზა ბერაძემ დაიკავა, ხოლო მეორე ადგილზე მამუკა ქოჩიაშვილი გავიდა. ისინი სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი გრიგოლ ჭიპაშვილი აღნიშნავს, რომ „ევროპის სპორტული კვირეულის“ ფარგლებში ხარაგაულში კიდევ ოთხი სპორტული ღონისძიება ჩატარდება. გრიგოლ ჭიპაშვილის თქმით, სხვადასხვა სპორტულ სახეობებში გასამართი შეჯობრებების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდის.
„ევროპის სპორტული კვირეული“ ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტარდება.
ლიკა ხოჯაკაძე
ავტორის ფოტორეპორტაჟი იხილეთ სოციალურ ქსელში
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის