

„ეს მხარე გამორჩეულია თავისი უდიდესი სიწმინდეებით, ტრადიციებით და გმირობით. ნამდვილად გმირობაა ის, რაც დღემდე მოვიტანეთ – მაცხოვნებელი და ჭეშმარიტი სარწმუნებობა. ეს ეპარქია, განსაკუთრებით ხარაგაული, გამორჩეულია თავისი სულიერებით, კეთილი ადამიანური თვისებებით. თითოეული თქვენგანი ასეთი ლაღები რომ ხართ, ეს უფლის დიდი წყალობისა და მადლისგანაა. მინდა უფალს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შევწირო, რომ თქვენთან დამადგინა მღვდელმთავრად,“ – აღნიშნა 28 თებერვალს ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში სამეუფეო წირვის შემდეგ მარგვეთისა და უბისის ეპიკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე). მეუფემ ხარაგაულის ქუჩები სასულიერო პირებთან ერთად აკურთხა. წირვის შემდეგ ქადაგებისას მრევლს ლოცვებში მოხსენიება სთხოვა:
-დღევანდელი დღე დავით წინასწარმეტყველის ამ სიტყვების გამოვლინებაა – „დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი.“ უფლისგან ჩვენს მიმართ დიდი სიყვარულის მაჩვენებელია ყოველივე. უდიდესი წყალობაა, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ღვთის წინაშე ვილოცოთ, ანუ ვესაუბროთ მას. დიდი წყალობაა, როდესაც პატარა ბავშვები მრავლად არიან ეკლესიაში, ეზიარებიან უფლის სისხლსა და ხორცს და მაცხოვნებელი მადლის მატარებლები არიან.
მადლობა მინდა შევწირო უფალს, რომ მომეცა საშუალება, წირვა ჩამეტარებინა თქვენთან, როგორც ამ ეპარქიის მღვდელმთავარს და თქვენთან ერთად მედიდებინა უფალი.
მე ხარაგაულელი ვარ, – სოფელ წაქვადან. ყოველთვის შევეცდები, მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში შემავალ მუნიციპალიტეტებს ისე მივხედო, რომ არცერთს დავაკლოთ ყურადღება და სიყვარული. მინდა გთხოვოთ, რომ აუცილებლად ლოცვებში მოგვიხსენიეთ. ამით ჩვენ ვძლიერდებით. უფალმა მოგვცეს ძალა და მადლი იმისა, რომ გემსახუროთ ისე, როგორც უფლისთვის არის სათნო.
შევთხოვოთ უფალს, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ხარაგაულში მშენებარე მშვენიერი საკათედრო ტაძარი. ვთხოვთ შემდეგ უწმინდესს, რომ ჩამობრძანდეს ამ ტაძრის კურთხევაზე. ეს უდიდესი მადლი იქნება.
ყოველივეს გავაკეთებთ, რომ ჩვენთან სულიერება უფრო გაძლიერდეს. ღმერთმა ამრავლოს პატარა ანგელოზები ყველა ოჯახში და განსაკუთრებით ტაძარში. ღმერთმა დალოცვილები და დღეგრძელები გამყოფოთ. ჩვენ ახლადმისულები ვართ ღვთის წიაღში. გარკვეული პერიოდი გავწყვიტეთ უფალთან კავშირი და ზურგი შევაქციეთ. ახლა არის დრო დაბრუნებისა და უფალიც ხელგაშლილი გველოდება. ჩვენი საქმით უნდა დავამტკიცოთ, რომ ვართ ქრისტიანები, მართლმადიდებლები და იმ ეკლესიის წევრები, რომლის თავია თვით უფალი. ღმერთმა გაგაძლიეროთ. იხარეთ ორსავ სოფელსა შინა.
ნინო კაპანაძე
მესამე თვეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების
ხარაგაულის ქუჩებში ხშირად შენიშნავთ სასიამოვნო გარეგნობის, ჩქარი ნაბიჯებით
2026 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის,
„ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა
„ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“ (ესაია, 7:14).