
მიკროავტობუსი ორშაბათსა და ხუთშაბათს დადგენილი გრაფიკის მიხედვით მოძრაობს.
უბისიდან ხარაგაულის მიმართულებით ტრანსპორტი დილით 7:30 საათზე გამოდის, ხოლო ხარაგაულიდან უბისის მიმართულებით – 14:00 საათზე.
მიკროავტობუსი ღორეშა, სარგვეში, ქროლისა და ბაზალეთის გავლით მოძრაობს. ხარაგაულში აღნიშნული მუნიციპალური ტრანსპორტის დასანიშნად თვითმმართველობამ ტენდერი 22 ივლისს გამოაცხადა. ტენდერში ინდ. მეწარმე „დავით ხარაძემ“ გაიმარჯვა. ის მგზავრთა გადაყვანას წლის ბოლომდე დადგენილი მარშრუტით 3 200 ლარად გეგმავს.
მგზავრობის ღირებულება შემდეგია: უბისიდან ღორეშამდე – 30 თეთრი; უბისიდან სარგვეშამდე – 50 თეთრი; უბისიდან ქროლამდე – 50 თეთრი; უბისიდან ბაზალეთამდე – 50 თეთრი; უბისიდან ხარაგაულამდე – 1 ლარი; ხარაგაულიდან ბაზალეთამდე – 30 თეთრი; ხარაგაულიდან ქროლამდე – 30 თეთრი; ხარაგაულიდან სარგვეშამდე – 50 თეთრი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ტელეფონით შემდეგ ნომერზე – 557 47 57 95.
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის