

ორშაბათს, 20 სექტემბერს ხარაგაულში კორონავირუსი 9 პირს დაუდასტურდა.
ისინი დიდვაკის, ზარანის, ხუნევისა და დაბა ხარაგაულის მაცხოვრებლები არიან. დაბა ხარაგაულში ვირუსით ინფიცირების 4 შემთხვევა დადასტურდა, დიდვაკეში – ერთი, ზარანსა და ხუნევში – ორ-ორი
გუშინ, 21 სექტემბერს covid-19 ლეღვანსა და ბაზალეთში მაცხოვრებლებს გამოუვლინდათ.
ხარაგაულში ვირუსის პირველად დადასტურებიდან დღემდე სულ 1 271 პირი დაავადდა. მათგან 1 148 გამოჯანმრთელდა, 19 გარდაიცვალა.
104 ინფიცირებულიდან 16 პაციენტი კოვიდკლინიკებში მკურნალობენ, დანარჩენები ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ამჟამად იზოლაციაში 88 ადამიანია.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, დღის განმავლობაში ინფიცირებულთა და იზოლაციაში მყოფთა რიცხვი გაიზრდება.
ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი ივნისში მაყურებელს ახალ სპექტაკლს
როდის გვექნება ხარაგაულის სოფლებში 24-საათიანი სუფთა წყალი, უცნობია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შენობის მეორე სართულზე სხდომათა დარბაზის
2026 წელს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 12 აპრილს აღნიშნავს.
ხარაგაულელი მეწარმეების, – ბერიკა ებანოიძისა და ჰამლეტ ბერაძის მიერ წარმოებულმა