– მიმაჩნია, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებთ ჩვენ ცოტა მეტი წინდახედულება უნდა გამოვიჩინოთ, – აღნიშნა ბიუროს სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ, – როცა ჩვენ ადმინისტრაციული ხარჯის შემცირებასთან დაკავშირებით ვსაუბრობდით, ვერ გამოვიჩინეთ საკმარისი გონივრულობა, როცა გავზარდეთ ხელფასები.

– ვინმემ გთხოვა დღეს მაგ თემაზე გელაპარაკა? – ინგა მაღრაძეს სიტყვა შეაწყვეტინა ვარლამ ჭიპაშვილმა, – სხდომა მიმდინარეობს, რეგლამენტი დაიცავი. რა დროს ხელფასებია, ადამიანო, იმაზე ლაპარაკობ,.. – დებულებაზე,.. რა ჯანდაბა ქვია იმას!…

გთავაზობთ აუდიოჩანაწერს, სადაც მოისმენთ, თუ როგორი რეაქცია ჰქონდათ საკრებულოს თავმჯდომარის სიტყვებზე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილსა და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ვარლამ თავზარაშვილს.