18-19 სექტემბერს ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირების 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფიცირებულები ლეღვანში, კიცხში, დაბა ხარაგაულში, ვერტყვილაში, ლაშეში, ხუნევსა და ხონში ცხოვრობენ. მათ covid-19 ინფიცირებული პირებისგან გადაედოთ.

ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დადასტურებიდან დღემდე სულ 1 260 პირი დაავადდა. მათგან 1 147 გამოჯანმრთელდა, 17 გარდაიცვალა. ამჟამად 96 ინფიცირებულიდან 21 საავადმყოფოში მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით. იზოლაციაშია 100 მოქალაქე.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმის, ნინო ყიფშიძის ინფორმაციით, ხარაგაულში სექტემბერში კორონავირუსით რეინფიცირების, ანუ მეორედ ინფიცირების ოთხი შემთხვევა დადასტურდა. მათგან ერთი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია. სამ მათგანს კორონავირუსი გასული წლის ბოლო თვეებში დაუდასტურდა, ერთს – 2021 წლის იანვარში. ხელმეორედ ინფიცირებული არც ერთი პირი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ ყოფილა.