

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმების ინფორმაციით, ბოლო ორი დღეა, ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები შემცირდა.
თუმცა, ეს თვითდამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ახალი შემთხვევები გამოვლინდა კიცხსა და ვერტყვილაში. კიცხში კორონავირუსი ერთი ოჯახის ოთხ წევრს დაუდასტურდა. ხუთივე ინფიცირებულს კორონავირუსი ოჯახის წევრისგან გადაედო.
ხარაგაულში covid-19-ის პირველად დადასტურებიდან დღემდე სულ 1244 პირი დაავადდა. მათგან 1 145 გამოჯანმრთელდა, 17 გარდაიცვალა. ამჟამად იზოლაციაში 95 პირი იმყოფება.
82 ინფიცირებულიდან 19 სტაციონარში მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,