

ხარაგაულის საავადმყოფოს ექიმმა, თერაპევტმა აზა ფურცელაძემკორონავირუსი დაამარცხა.
ის ხარაგაულის კოვიდკლინიკაში მკურნალობს. აზა ექიმი მარტში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ორჯერადად აიცრა. თვლის, რომ ვაქცინამ ზედმეტი გართულებებისგან დაიცვა.
„კორონავირუსი პაციენტისგან შემხვდა, მიუხედავად იმისა, რომ თავს კარგად ვიცავდი – ფარს და ნიღაბს სულ ვატარებ, – ამბობს აზა ფურცელაძე, – ვერავის დავავალებ რომ აიცრას, მაგრამ ვაქცინა კორონავირუსის გართულებებისგან გვიცავს. ეს მე საკუთარ თავზე გამოვცადე.
ხარაგაულის კლინიკაში ვაქცინაციის დღეები ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათსაა. ხუთ საათამდე ვმუშაობთ და აცრის გარეშე არცერთ მსურველს არ ვუშვებთ. არ აქვს მნიშვნელობა, დარეგისტრირებულია თუ არა. ჩვენთან ვირტუალური კაბინეტი მოქმედებს და აცრის მსურველები იქ რეგისტრირდებიან. პრობლემა არავის ექმნება“.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ქალბატონ აზას ჯანმრთელობას უსურვებს.
ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი ივნისში მაყურებელს ახალ სპექტაკლს
როდის გვექნება ხარაგაულის სოფლებში 24-საათიანი სუფთა წყალი, უცნობია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შენობის მეორე სართულზე სხდომათა დარბაზის
2026 წელს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 12 აპრილს აღნიშნავს.
ხარაგაულელი მეწარმეების, – ბერიკა ებანოიძისა და ჰამლეტ ბერაძის მიერ წარმოებულმა