
ახალი 2021-2022 სასწავლო წელი, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, დღეს, 15 სექტემბერს, ონლაინ სწავლებით განახლდა.
ხარაგაულის გიმნაზია ახალ სასწავლო წელს რამდენიმე სიახლით ხვდება, მათ შესახებ გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე (ცერცვაძე) გვესაუბრება:
– ხარაგაულის გიმნაზიის რექტორის, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ძალისხმევით, ყოველ ახალ სასწავლო წელს ვცდილობთ, მოსწავლეებისთვის სასარგებლო სიახლეებით შევხვდეთ.
გიმნაზიაში წელს სრულად განახლდა კომპიუტერული კაბინეტი. შევიძინეთ უფრო მძლავრი 12 კომპიუტერი, რომლებსაც მოსწავლეები არა მხოლოდ ისტ-ის გაკვეთილებზე გამოიყენებენ, არამედ ნებისმიერ დროს ისარგებლებენ და საჭირო ინფორმაციებს მოიძიებენ.
გიმნაზიის საკლასო ოთახებში განთავსდება „ინტერაქციული ეკრანები“ – ინტერნეტში ჩართული ე.წ. ჭკვიანი დაფები. ამ დაფებზე ეკრანი სენსორებით იმართება და ნებისმიერი კომპიუტერული პროგრამის გახსნა და გამოყენება შეიძლება.
„ჭკვიანი დაფა“ გიმნაზიის ხუთ კლასში დამონტაჟდება. მასზე სამუშაოდ პედაგოგებმა სპეციალური ტრენინგები გაიარეს.
გიმნაზიაში ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს, რამდენიმე დღეში სახურავის გამოცვლა დასრულდება.
მეუფე მელქისედეკის ძალისხმევით წელსაც, ისევე როგორც შარშან, ხარაგაულის გიმნაზიის 14 პირველკლასელი ახალ სახელმძღვანელოებსა და ბუკებს მიიღებენ.
წელს მეცხრე კლასში მთლიანად იცვლება სახელმძღვანელოები. ამიტომ ყველა მეცხრეკლასელს ახალი წიგნები უფასოდ გადაეცა. სასწავლო წიგნები უფასოდ მიიღეს ასევე სოციალურად დაუცველმა მოსწავლეებმა.
გიმნაზია აღჭურვილია კოვიდპანდემიის პირობებში ყველა საჭირო ინვენტარით – დეზობარიერით, უკონტაქტო თერმომეტრით, სადეზინფექციო ხსნარებით – როგორც ხელის დამუშავებისთვის, ასევე სასკოლო ინვენტარის გასაწმენდად.
სკოლის წარმატება მოსწავლეების მიღწევებით განისაზღვრება. გიმნაზიის გასული სასწავლო წლის 12 კურსდამთავრებულიდან 10 სტუდენტი გახდა. მათ შორის ერთი 100 %-იანი გრანტის მფლობელია, ორმა – 70%-იანი გრანტი მოიპოვა, ხოლო ერთმა – 50%-იანი გრანტი, სამი კურსდამთავრებული უფასო ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
მადლობა ჩვენი გიმნაზიის ყველა პედაგოგს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ ჩვენი შვილების განათლებისათვის. მათი შრომა შეუფასებელია.
მინდა ყველა ხარაგაულელ მასწავლებელს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება.
მინდა, მათ ჯანმრთელობა და წარმატებები ვუსურვო.
თამთა გოგოლაძე
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის