

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
ამ მემორანდუმის თანახმად, „მაგთიკომის“, „ვიონ საქართველოსა“ და „სილქნეტისგან“ საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით სარგებლობას შეძლებენ.
ეს კომპანიები 20 GB მაღალხარისხიან მობილურ ინტერნეტ პაკეტს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 10 ლარად სთავაზობენ.
შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა), საჭიროა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე – www.mobile.emis.ge მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით, დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ, გაუაქტიურდეთ აღნიშნული პაკეტი.
პაკეტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 დღით, ვადის ამოწურვის შემდეგ გამოუყენებელი მეგაბაიტები ნულდება.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ვებგვერდი www.mobile.emis.ge 15 სექტემბრიდან ამოქმედდა.
ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი ივნისში მაყურებელს ახალ სპექტაკლს
როდის გვექნება ხარაგაულის სოფლებში 24-საათიანი სუფთა წყალი, უცნობია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შენობის მეორე სართულზე სხდომათა დარბაზის
2026 წელს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 12 აპრილს აღნიშნავს.
ხარაგაულელი მეწარმეების, – ბერიკა ებანოიძისა და ჰამლეტ ბერაძის მიერ წარმოებულმა