

ვაზის, სიმინდის, თხილის, კაკლისა და თუთის მოყვანით დაინტერესებული, წინასწარ შერჩეული, 140 ხარაგაულელი ფერმერის ნიადაგების აგროქიმიური ანალიზი უფასოდ ჩატარდება. ისინი უფასოდ მიიღებენ იმ ბიოენერგო პრეპარატებს, რომლებიც საჭიროა მათი ნიადაგის გაკეთილშობილებისა და უკეთესი მოსავლისთვის.
ამ პროგრამას ხარაგაულში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური განახორციელებს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
სამი ათასი ლარი თხილისა და კაკლის სადემონსტრაციო ნაკვეთების მოსაწყობად გამოიყო, ხოლო 2 100 ლარი მემცენარეობის მიმართულებით ნიადაგის ანალიზის ჩატარების დასაფინანსებლად.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი მურმან არჯევანიძე პროგრამის მონაწილეებს პროექტის შესახებ დეტალურად ესაუბრა.
მურმან არჯევანიძის ინფორმაციით, პროგრამის მიზანია, უკეთესი მოსავლის მიღება ნაკლები დანახარჯით.
საცდელ-საპილოტე პროგრამაში მონაწილე ხარაგაულელ ფერმერთა ნაკვეთებს პერიოდულად მოინახულებენ სპეციალისტები.
ნინო კაპანაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,