

გასულ შაბათ-კვირას კორონავირუსი ჩხერში, სერბაისში, ხევში, ვახანში, წყალაფორეთში, კიცხში, გედსამანიასა და დაბა ხარაგაულში მაცხოვრებლებს გამოუვლინდათ.
რომელ სოფელში რამდენი ინფიცირებულია, ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ამ დროისთვის არ ფლობს.
ყველა მათგანი დაავადებულ პირთან კონტაქტით დაინფიცირდა.
13 სექტემბრის მონაცემებით ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე სულ 1 210 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 1 140 გამოჯანრთელდა, ხოლო 17 – გარდაიცვალა.
53 ინფიცირებულიდან 24 სტაციონარში მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ამჟამად ხარაგაულში თვითიზოლაციაში 100 პირია.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმებმა დღეს გეგმიური PCR ტესტირება ხარაგაულისა და ბორითის კოვიდკლინიკების თანამშრომლება ჩაუტარეს. ამ ტესტების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
გასულ კვირაში კორონავირუსით ინფიცირებული ხარაგაულელი ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ის გორის საავადმყოფოში მკურნალობს.
ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი ივნისში მაყურებელს ახალ სპექტაკლს
როდის გვექნება ხარაგაულის სოფლებში 24-საათიანი სუფთა წყალი, უცნობია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შენობის მეორე სართულზე სხდომათა დარბაზის
2026 წელს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 12 აპრილს აღნიშნავს.
ხარაგაულელი მეწარმეების, – ბერიკა ებანოიძისა და ჰამლეტ ბერაძის მიერ წარმოებულმა