
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მასწავლებელმა მარინე ხვედელიძემ კორონავირუსი დაამარცხა.
ავადმყოფობის დროს განცდილის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„ცხოვრება არასოდეს ყოფილა მარტივი… COVID-19 -ის პანდემიამ კი ყველაფერი შეცვალა, დღეები ნაცრისფერი გახადა, ადამიანები შიშსა და სიკვდილს შეგვაჩვია…
თქვენს შვილს, სამწუხაროდ, კოვიდი დაუდასტურდა! ამ სიტყვების გაგონებაზე კარგავ ადეკვატურობას, საკუთარი გულისცემა მატარებლის საყვირივით ჩაგესმის და ჩერდება დრო!
შემდეგ იწყებ ფიქრს: ვისთან მქონდა კონტაქტი, ვინ დასნებოვდა შენგან, როგორ განვითარდება მოვლენები…
დედა ხარ და სიმშვიდე აუცილებელია, დედა ხარ და შვილებს გასაჭირში უნდა უპატრონო, მაგრამ ვერ ერევი საკუთარ სხეულს. გრძნობ თითოეულ ორგანოს, თითოეულ უჯრედს…
მოულოდნელად ტელეფონზე ზარია, არავის ხმის გაგონება არ გინდა, მაგრამ აგონებ… უცხო ნომერიდან ვიღაც მშვიდი და დამაჯერებელი ტონით გესალმება და ამბობს: „მე თქვენი ექიმი ვარ, ამ მძიმე დღეებს ერთად გადავიტანთ. ყველაფერი კარგად იქნება!“ სიტყვებს უსაზღვრო ძალა აქვს და თავისთავად ჩნდება იმედი!
ყოველი ახალი დღის გათენება ოჯახში ახალ ინფიცრებულს უდრიდა და ყოველი ახალი დღე ახალ ექიმს მაცნობდა… ასე ჩაიწერა ჩემი ტელეფონის კონტაქტებში მონიკა ექიმი, მარინა ექიმი, ეკა ექიმი… თითოეული მათგანი ჩვენთან საოცარი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და სიყვარულით თანამშრომლობდა. აგროვებდნენ მონაცემებს, აწონ-დაწონიდნენ რეალობას და გვეკითხებოდნენ: საავადმყოფოში მისასვლელად თქვენი ტრანსპორტით გადაადგილდებით, თუ გამოგიგზავნოთ მანქანა?
დათქმულ დროს ყოველგვარი ლოდინისა და შეფერხების გარეშე გვიმოწმებდნენ ანალიზებს, გვიტარებდნენ ტომოგრაფიულ კვლევებს…
ცალკე ჯანდაცვის სამინისტროდან გვიკავშირდებოდნენ და არკვევდნენ, როგორ თანამშრომლობდნენ ოჯახის ექიმები ჩვენთან. მადლობის გარდა რა გვქონდა სათქმელი?!
ეს ტექტი არ არის საზოგადოების მიმართ ჩემი წინასაარჩევნო გზავნილი. ეს ჩემი ოჯახის ისტორიაა. ღმერთმა ყველას ჯანმრთელობა მოგცეთ, მაგრამ ყველაზე ძლიერი, მშვიდი და ბედნიერი ხარ, როდესაც სახელმწიფოსგან ყურადღებასა და ზრუნვას გრძნობ!
ორჯერადად აცრის შედეგია ის, რომ 77 წლის ბაბუას, არაერთი თანმხლების დაავადების მიუხედავად, საავადმყოფოში დაწოლა არ დასჭირვებია და დღეს რთველისთვის ემზადება!
აიცერით, აიცერით, აიცერით!
პ.ს.
მეგობრები, მეზობლები, ოჯახის გულშემატკივრები ჭიშკართან ათას მოსაკითხს აწყობდნენ. ერთხელაც ტკბილეულობით განებივრებულმა დემეტრემ მკითხა: რატომ გვიგზავნიან ამდენ რამეს? დაუფიქრებლად ვუპასუხე: „ ღარიბები ვართ, დედა!“
„რა კარგია სიღარიბე!“- ჩაილაპარაკა 6 წლის დემეტრემ.
სიღარიბეს ჯანი გავრდეს. მე კი თქვენით უსაზღვროდ მდიდარი ვარ, მეგობრებო!
სათითაოდ არ გნიშნავთ. დიდი მადლობა ყელაფრისათვის!
მიყვარხართ! მეიმედებით! მიგულეთ თქვენ გვერდით“!
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის