ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორ ირმა სებისკვერაძისგან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულის #1 და #2 საბავშვო ბაღების გამგეებს მოადგილეები დაენიშნათ. #1 საბავშვო ბაღის გამგის მოადგილედ დაინიშნა ლია ხმალაძე. მას სარგვეშის სკოლაში პედაგოგად მუშაობის შვიდწლიანი გამოცდილება აქვს.

ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღის გამგის მოადგილედ ამავე საბავშვო ბაღის გამგე მაია მჭედლიძე დაინიშნა, ხოლო გამგის თანამდებობა ქეთევან ლომსაძემ დაიკავა. ირმა სებისკვერაძის ინფორმაციით, „ქეთევან ლომსაძე არის კარგი მენეჯერი.“ ის ამ დრომდე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხარაგაულის სერვისცენტრის ბუღალტრად მუშაობდა. ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღის ახლადდანიშნული გამგე საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომისიის თავმჯდომარის, გივი თხელიძის, მეუღლეა.