

ვარძიისა და კიცხის ახალაგებულ საბავშვო ბაღების შენობებში ცენტრალური გათბობის სისტემა ამოქმედდა. სამონტაჟო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ შპს „ინტელექტი“ (დირექტორი ავთანდილ ბუაძე) შეასრულა.
ცენტრალური გათბობის სისტემები ასევე დამონტაჟებულია და მალე ამოქმედდება ახალაგებულ ვახანისა და ლეღვანის საბავშვო ბაღების შენობებში. ავთანდილ ბუაძის ინფორმაციით, ვახანისა და ლეღვანის საბავშვო ბაღების შენობებში წვრილმანი სამუშაოებია დასამთავრებელი და დასამონტაჟებელია ორი ღუმელი. სამუშაოები, მისივე ინფორმაციით, ერთ კვირაში დასრულდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ამ ოთხ საბავშვო ბაღში გათბობის სისტემების დასამონტაჟებლად ტენდერი გამოცხადებული ჰქონდა 57 953 ლარად დღგ-ს გარეშე. ვინაიდან ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია დღგ-ს გადამხდელია, გამგეობამ შპს „ინტელექტს“ ხელშეკრულება დღგ-ს თანხის ჩათვლით, 66 378 ლარად გაუფორმა.
მესამე თვეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების
ხარაგაულის ქუჩებში ხშირად შენიშნავთ სასიამოვნო გარეგნობის, ჩქარი ნაბიჯებით
2026 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის,
„ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა
„ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“ (ესაია, 7:14).