
4-5 სექტემბერს ხარაგაულში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფიცირებულთაგან ერთი ხარაგაულის საავადმყოფოს ექიმია, ერთი კი ამავე საავადმყოფოს რეგისტრატორი. ორივე მათგანის ინფიცირების წყარო დაავადების მქონე თანამშრომელთან კონტაქტია.
ვირუსის ახალი შემთხვევები დადასტურდა დაბა ხარაგაულში, ხონში, ვანში, ჯაფაროულში, კიცხში, ბაზალეთში, ახალსოფელსა და ვარძიაში. ყველა ინფიცირებულის დაავადების წყარო ინფიცირებულ ოჯახის წევრთან ან თანამშრომელთან კონტაქტია.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე ვირუსი 1 147 პირს დაუდასტურდა. მათ შორის 955 გამოჯანმრთელდა, 17 გარდაიცვალა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამჟამად 276 ინფიცირებულია, მათ შორის 30 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, ხოლო დანარჩენი სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა დღეს კორონავირუსზე ხარაგაულისა და ბორითის საავადმყოფოების თანამშრომელთა გეგმიური ტესტირება ჩაატარა. PCR ტესტის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის