

ხარაგაულის საკრებულოს ბიუროს მორიგ სხდომაზე ბიუროს წევრებმა ხარაგაულში შშმ პირთა დღის ცენტრის შესახებ იმსჯელეს. დღის ცენტრის შექმნის ინიციატივით საკრებულოს რუსუდან გურგენიძემ მიმართა. ბიუროს ყველა წევრმა აღნიშნა, რომ პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა საჭიროებენ დამატებით და დეტალურ ინფორმაციას. საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის თქმით, „იმედია, ერთსულოვნებით ამ საქმეს დავიწყებთ ხარაგაულში.“
ხარაგაულში შშმ პირთა დღის ცენტრის შექმნის თაობაზე საკრებულოს წევრები უახლოეს ხანში პროექტის ავტორთან, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურისა და რესურსცენტრის წარმომადგენლებთან, სოცმუშაკებთან, შშმ პირთა მშობლებთან და სხვა კომპეტენტურ პირებთან ერთად სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელებენ.
მესამე თვეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების
ხარაგაულის ქუჩებში ხშირად შენიშნავთ სასიამოვნო გარეგნობის, ჩქარი ნაბიჯებით
2026 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის,
„ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა
„ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“ (ესაია, 7:14).