

მედიავებინარზე ჟურნალისტებმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს, კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან თემებზე ვკითხეთ.
ფიქსირდება თუ არა აცრილებში გარდაცვალების შემთხვევები და რატომ გაიზარდა კოვიდით სიკვდილიანობა, – ამ შეკითხვის პასუხად ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ივლისში კორონავირუსით ერთჯერადად აცრილი 5 ათასი, ხოლო ორჯერადად აცრილი – 4 ათასი პირი დაინფიცირდა.
თუმცა, ორჯერადად აცრილებში დაავადება მსუბუქია და ჰოსპიტალიზაცია ძალიან ცოტას დასჭირდა.
სამწუხაროდ, ორჯერადად აცრილების გარდაცვალების სამი შემთხვევა დაფიქსირდა.
აგვისტოს მონაცემები სექტემბრის ბოლოსთვის დაჯამდება.
„კოვიდი მსოფლიოში სიკვდილიანობის #1 მიზეზი გახდა, – ამბობს ამირან გამყრელიძე, – მან გადააჭარბა ამ დრომდე სიკვდილიანობის გამომწვევ გულსისხლძარღვთა დავადებებსა და სიმსივნეებს.
კორონავირუსით ინფიცირებული ყოველი ათასი შემთხვევიდან 10, 15, 20 იღუპება. გააჩნია ავადმყოფობის სიმძიმესა და თანმხლებ დაავადებებს. სიკვდილობის დიდი წილი 70 წელზე ზემოთ ასაკის პირებზე მოდის.
კოვიდის დროს მთავარი რისკფაქტორია გულსისხლძარღვთა და ფილტვების ქრონიკული დაავადებები.
წელს კორონავირუსის „დელტა“ შტამმა, რომელიც ძალიან ვერაგია, გაცილებით მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ვიდრე გასულ წელს“.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,