

„ეპიდვითარება საქართველოში კვლავ რთულია, მაღალია კორონავირუსით გარდაცვალების ყოველდღიური მაჩვენებელი, – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.
მისი ინფორმაციით, ცოტათი დაიკლო ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა. აღარ გვაქვს ყოველდღიურად 5 და 6 ათასი ახალი შემთხვევა. ახალ შემთხვევათა რაოდენობა 3 000 – 3 500-ის ფარგლებში მერყეობს, რაც ივლისსა და აგვისტოში ინტენსიური აცრებით, ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვითა და ე. წ. „დიდი სუფრების“ აკრძალვითაა განპირობებული.
„პირველ აცრებზე ჯავშნები მცირდება და შემოძახილია საჭირო, რომ სექტემბერ-ოქტომბერში რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას, – ამბობს ამირან გამყრელიზე, – სამწუხაროდ, პირბადის ტარების მაჩვენებელი მცირდება, არადა, პირბადე ყველაზე უფრო მძალავრი იარაღია პანდემიასთან ბრძოლის წინააღმდეგ. ყველას ძალიან გთხოვთ, რომ ვატაროთ პირბადე დახურულ და გარე სივრცეში.
მეორე მთავარი სლოგანი უნდა იყოს „წავიდეთ და ავიცრათ ყველამ“. ათას აცრილ ადამიანს ერთი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. თუ სექტემბერ-ოქტომბერში დღიურად 50 ათასი ადამიანი აიცრის და თვეში მილიონამდე აცრა თუ გვექნება, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ საკმაოდ სწრაფად შევაჩერებთ ამ რთულ ტალღას, რომელშიც ახლა ვიმყოფებით“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.
ნინო კაპანაძე
ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი ივნისში მაყურებელს ახალ სპექტაკლს
როდის გვექნება ხარაგაულის სოფლებში 24-საათიანი სუფთა წყალი, უცნობია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შენობის მეორე სართულზე სხდომათა დარბაზის
2026 წელს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 12 აპრილს აღნიშნავს.
ხარაგაულელი მეწარმეების, – ბერიკა ებანოიძისა და ჰამლეტ ბერაძის მიერ წარმოებულმა