

2 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, ხარაგაულში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფიცირებულები ვერტყვიჭალის, ბჟინევის, საღანძილის, ვარძიის, ლახუნდარასა და ხუნევის მაცხოვრებლები არიან. ბჟინევში ვირუსი ორ ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო დანარჩენ სოფლებში თითო-თითოს.
250 ხარაგაულელი ინფიცირებულიდან 31 სტაციონარში მკურნალობს, ხოლო დანარჩენები სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე ვირუსის 1 120 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 853 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 გარდაიცვალა.
ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 181 ადამიანი იმყოფება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,