დღეს, პირველ სექტემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისაში პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო კანდიდატების წარდგენის ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მხოლოდ წინასწარ დარეგისტრირებულ ადამიანებს შეეძლოთ.
კანდიდატების წარდგენას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სსიპ-ებისა და ააიპების თანამშრომლები და დირექტორები, სასულიერო პირები, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და პარტიის აქტივისტები ესწრებოდნენ.
ხარაგაულის მერობის კანდიდატად მოქმედი მერი კობა ლურსმანაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.
მან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალ წლებში რეგიონების განვითარებისთვის 32 მილიონი ლარის ინვესტიცია იგეგმება.
„ყველა მუნიციპალიტეტში უნდა იყოს 24-საათიანი წყალი. ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება 3 000 სოფელში ხარისხიანი წყლით მომარაგება, რაც, რა თქმა უნდა, 21-ე საუკუნეში არის სირცხვილი და ეს ჩვენ მალე უნდა დავასრულოთ. გაგრძელდება გაზიფიცირების სამუშაოები. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 120 მილიონი ლარი ღირებულების ბევრი პროექტი განხორციელდა ბოლო 8 წლის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ აღნიშნა, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტში კობა ლურსმანაშვილთან ერთად საქმიანობდა.
„ნებისმიერ საკითხზე იგი აუცილებლად ახსენებდა ხარაგაულს და ყოველთვის ცდილობდა მაქსიმალურად გაეთვალისწინებინა ამ მუნიციპალიტეტის ინტერესები, რაც ლოგიკურიცაა, იგი ხარაგაულის მაჟორიტარი იყო, მანამდე იყო მერი, ახლაც ასრულებს მერის მოვალეობას და დარწმუნებული ვართ, რომ აუცილებლად დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს და გააგრძელებს თავისი მუნიციპალიტეტის მსახურებას,“ – აღნიშნა შეხვედრაზე კახა კუჭავამ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა კობა ლურსმანაშვილმა „ქართული ოცნების“ გუნდსა და მხარდამჭერებს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე კანდიდატად წარმადგინეს, – თქვა კობა ლურსმანაშვილმა, – დარწმუნებული ვარ, რომ ხარაგაული სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ხარაგაულელებისთვის მეტი ტემპით დაიწყება აღმშენებლობა“.
კობა ლურსმანაშვილმა შეკრებილთ მაჟორიტარულ ოლქებში „ქართული ოცნების“ კანდიდატები წარუდგინა.
ღონისძიებაზე საკრებულოს ქალი კანდიდატები ერთნაირი ჩაცმულობით გამოცხადდნენ.
ამავე თემაზე ასევე დაგაინტერესებთ
ვინ იყრის კენჭს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ხარაგაულის საკრებულოს წევრობისთვის
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი