

„კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდებთ ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისაკენ. ეს არის მართლაც რეალური გამოსავალი, იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი თავი, ჩვენი მშობლები, მეგობრები, ახლობლები, ნათესავები და ა.შ. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხარაგაულის მერობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, კოვიდპანდემია ჯერ კიდევ გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე კარგად გვესმის, რომ გამოწვევები ძალიან ბევრია, კოვიდპანდემია, ბუნებრივია, ჯერ კიდევ მძვინვარებს ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში.
ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის გამოწვევა, არამედ მთელი მსოფლიოს გამოწვევაა. ამის მიუხედავად, ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა მთავრობამ მოახერხა ის, რომ ამ სიტუაციაში, რაც არის გამოსავალი სწორედ ვაქცინების სახით, ვაქცინები საკმარისზე მეტი შემოვიტანეთ ამ ეტაპისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
8 თებერვალს საქართველოში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე
დღეს, 11 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“
6 თებერვალს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში კონკურსის,
გაზაფხულიდან გაიყიდება ფუტკრის ძლიერი ოჯახები, 10 ჩარჩოზე.