

სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდი არის ის ერთადერთი გამონაკლისი, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი, დესტაბილიზაცია და არეულობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხარაგაულის მერობის კანდიდატის, კობა ლურსმანაშვილის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, მმართველ გუნდს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა და მიზანი, თუ როგორ უნდა მიაღწიოს ქვეყნის გამთლიანებას.
„ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ყველამ ერთად ქვეყანა დავამშვიდეთ, დავაწყნარეთ, მაქსიმალურად მოვახდინეთ კონფლიქტის დეესკალაცია და ჩვენი პრაგმატული, სწორი პოლიტიკის შედეგად, მივდივართ დეოკუპაციის გზაზე. რა თქმა უნდა, ეს ხანგრძლივი პროცესია, ეს საჭიროებს ძალიან დიდ შრომას, ძალიან ბევრი საქმის გაკეთებას, მაგრამ ჩვენ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა და მიზანი, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ამ საერთო ეროვნულ იდეას და საერთო ეროვნულ ამოცანას, რომ გაერთიანდეს ჩვენი სახელმწიფო და ვიცხოვროთ კიდევ ერთხელ, ერთიან, ძლიერ საქართველოში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
დღეს, 22 მაისს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის
საქართველოს პროკურატურამ საპატრიარქოს რეზიდენციასთან მომხდარი
„საქართველოს რკინიგზადან“ მოპოვებული ინფორმაციით, პირველი ივნისიდან საგარეუბნო
მარტივდება მსუბუქი ავტომობილისთვის საჭირო B კატეგორიისა და B1 ქვეკატეგორიის
„დაიცავი ილიაუნის“ წევრებმა საქველმოქმედო ონლაინ მარათონის ფარგლებში