მზია ჭყოიძე საღანძილის სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას,25 წელია, ასწავლიდა.

მას ერთი კვირის წინ, 50 წლის ასაკში, ინსულტი დაემართა. მზია ჭყოიძეს სოციალურ ქსელში თანამშრომლები იხსენებენ.

„ეს Ჩვენი ერთად გადაღებული უკანასკნელი ფოტოა, – წერს მასწავლებელი ირინა გოგოლაძე, – ძალიან ლამაზი და ხალისიანი დღე გვქონდა. რას ვიფიქრებდი, რომ ეს Ჩვენი ბოლო Შეხვედრა იყო. ძალიან მტკივა და განვიცდი Შენი ამ ქვეყნიდან უდროოდ წასვლას.

მᲫიმეა ეს განსაცდელი ყველასთვის. განსაკუთრებით Შენი მᲨობლებისთვის და გიორგისთვის, რომელმაც ზუსტად ამ დღეს, 13 წლის წინ, ჯერ მამა დაკარგა და ახლა – დედა, დედა, რომელმაც ორივეს ტვირთი იტვირთა.

ღმერთმა ნათელი დაგიმკვიდროს იმიერᲨი, Ჩემო ერთგულო და საყვარელო, Შრომითა და დარდით დაღლილო მეგობარო“.

მზიას მეგობარი და კოლეგა ნაილი კამკამიძე ასე ემშვიდობება:

„წავიდა ჩვენგან ყველასათვის საყვარელი პედაგოგი, ჩვენი თანამშრომელი და მეგობარი, ჩვენი დაიკო მზია. ძალიან მოგვენატრები. უფალს ვთხოვთ, რომ ნათელში ამყოფოს შენი სული. მუდამ ჩვენ გულებში იქნები“…

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია მზია ჭყოიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს  და თანაუგრძნობს მის ოჯახს.

ფოტოზე: მარჯვნიდან პირველი მზია ჭყოიძე