

ხარაგაულისა და ბორითის კოვიდცენტრების მედპერსონალი ყოველ ორშაბათს კორონავირუსზე გეგმიურად იტესტებიან. გუშინ ჩატარებული ტესტირების შედეგად ხარაგაულის საავადმყოფოს ერთ ექიმს კორონავირუსი გამოუვლინდა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულში ბოლო 24 საათში, ტესტირებით, კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა; ხოლო 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულები დაბა ხარაგაულის, ჩრდილის, ისლარის, გრიგალათის, ხიდრის, ქვების, ახალსოფლის, ჩხერის, წაქვას, ჯაფაროულის მაცხოვრებლები არიან. მათი დაავადების წყარო ინფიცირებული ოჯახის წევრი ან თანამშრომელია.
ხარაგაულში პირველად დაფიქსირებიდან დღემდე კორონავირუსის 1106 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 848 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 გარდაიცვალა.
დღეისათვის 241 ხარაგაულელი ინფიცირებულიდან 31 საავადმყოფოში მკურნალობს, ხოლო დანარჩენები სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამჟამად 179 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,