„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა შეაჯამა.
„საარჩევნო კამპანიის ვადის ნახევარი უკვე გავიდა. „ქართულმა ოცნებამ“ ამ პერიოდში ყველა მუნიციპალიტეტში დაასახელა საკუთარი კანდიდატები, შეიმუშავა რეალისტური საარჩევნო პროგრამა და აქტიურად მუშაობს, რომ მიუხედავად მსოფლიო პანდემიისა, საზოგადოებამდე მიიტანოს ის გეგმები და მიზნები, რომლებსაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განახორციელებს თვითმართველი ორგანოების მეშვეობით.
კოვიდ-რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს ყოველდღიური შეხვედრები მოსახლეობასთან, თემატურ ჯგუფებთან. თითოეული სოფლისა და უბნის დონეზე ხდება პრობლემების აღრიცხვა და მათი გადაწყვეტის გზების მოძიება.
ამის პარალელურად, ყველა ვხედავთ, რომ ოპოზიცია, ფაქტობრივად, არ აწარმოებს საარჩევნო კამპანიას, არ საუბრობს რეგიონის მოსახლეობის საჭიროებებზე, და არ აქვს რაიმე თუნდაც პროგრამის მსგავსიც კი. ისინი მოსახლეობას არ სთავაზობენ არაფერს, გარდა დეზინფორმაციისა და ზიზღის კამპანიისა.
ყველა ეს გარემოება მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიცია შეგუებულია არჩევნებში გარდაუვალ მარცხს და არა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის და არეულობისთვის ემზადება.
დიდი ალბათობით, ჩვენი მოსახლეობა ოპოზიციის მხრიდან უპრეცედენტო დეზინფორმაციისა და ზიზღის კამპანიის მოწმე გახდება, ვინაიდან, ამ ძალების მხრიდან, ერთადერთი პოლიტიკური ტაქტიკა პანიკის დათესვაზე, ადამიანური ტრაგედიებით მანიპულაციასა და ამით პოლიტიკური დივიდენდების ჩაწერის მცდელობაზე გადის.
სწორედ ამიტომ, ჩვენ უკვე ვხედავ მათგან მძიმე პროვოკაციების მოწყობის მცდელობებს, რაც მაღალი ალბათობით, არჩევნებამდე დარჩენილ ერთ თვეში კიდევ უფრო რადიკალურ ფორმებს მიიღებს. ვინაიდან, მათი გზა არა საკუთარი პროგრამით ჩვენი მოქალაქეების დარწმუნება და მათგან დემოკრატიული ლეგიტიმაციის მიღება, არამედ ზიზღის გაღვივებით, ისტერიის დათესვით და არეულობით განუყოფელი ძალაუფლების დაბრუნებაა.
ეს არის ის ტაქტიკა, რომელსაც უკვე წლებია, ეს ძალები იყენებენ და ეს არის ის ტაქტიკა, რომლითაც ისინი წლიდან წლამდე მარცხდებიან.
ოპოზიციის მიზნებისა და დესტრუქციული დღის წესრიგის მიუხედავად, ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიას წარვმართავთ მშვიდ, საქმიან გარემოში, მოსახლეობას ვესაუბრებით კონკრეტულ საქმეებზე და პროექტებზე, არჩევნებს ჩავატარებთ თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში და არჩევნების მეორე დღესაც არავის მივცემთ ამომრჩეველთა ნების წინააღმდეგ წასვლის შესაძლებლობას“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის განცხადებაში.
ფოტოზე – „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენა ხარაგაულში, 2021 წ. 29 ივლისი
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი