განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი, მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრ „ლოგომედთან“ პარტნიორობით, უკვე ორი წელია, რაც წარმატებით ახორციელებს კომპლექსური თერაპიის პროგრამას მეტყველების შეფერხების მქონე პირებისათვის.
ენისა და მეტყველების თერაპიის კურსს უძღვებიან წამყვანი სპეციალისტები, როგორც პედაგოგიური, ისე სამედიცინო მეთოდების გამოყენებით.
თანამედროვე სამყაროში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მეტყველების დარღვევასთან დაკავშირებული თერაპიული სერვისების საჭიროება, როგორც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებში, ისე ზრდასრულ მოქალაქეებში.
მეტყველების დარღვევათა ადრეული დიაგნოსტირების ხელშესაწყობად და ამ მიმართულებით იმერეთის მხარეში მცხოვრები ბავშვებისა და ზრდასრული მოსახლეობის საჭიროებების უკეთ შესწავლის მიზნით, გადავწყვიტეთ უფასო გასინჯვების ჩატარება, რომელიც ემსახურება:
უფასო გასინჯვები გაიმართება 2021 წლის 11 სექტემბერს, ქალაქ ქუთაისში, გრიშაშვილის მე-4 შესახვევი #8 (10:00 სთ-დან – 18:00 ს–მდე) საკონტაქტო ტელ.: 551 18 18 70; 0431 25 13 33 ; საკონტაქტო პირი: ნინო კაკაბაძე, თეა შელია.
მსურველთათვის უფასო კონსულტაცია ჩატარდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით.
გამოკვლევის პროცესს „ლოგომედის“ ხელმძღვანელი ეკატერინე ჭავჭავაძე ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად წარმართავს.
კონსულტაციისთვის წინასწარ უნდა დარეგისტრირდეთ ბმულზე.
თეა შელია
პროექტის რეგიონული კოორდინატორი იმერეთში
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი