

„წინასაარჩევნო შეხვედრებზე ექიმის ტარება ძალიან კარგი იდეაა. შემდეგ სამშაბათს, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე ამ იდეას აუცილებლად გავაჟღერებ, რომ პარტიებმა ერთი ავტორიტეტული ექიმი ატარონ შეხვედრებზე, რომელიც მოსახლეობას ვაქცინაციის აუცილებლობაში დაარწმუნებს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ მედიავებინარზე BMG-ის მიერ შეთავაზებულ იდეაზე.
„საბჭოს სხდომაზეც წამოვწიე და რამდენიმე გამოსვლაშიც ვახსენე, რომ წინასაარჩევნო პერიოდში აცრა უნდა იყოს ყველაზე ზეპარტიული საკითხი და ყველამ – ოპოზიციამ და პოზიციამაც უნდა ვისაუბროთ აცრის სიკეთეებზე, იმ სარგებელზე, რაც აცრას მოაქვს და მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ უნდა მოვუწოდოთ“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,