

ხარაგაულში, სამგლიის სერზე, ამბულატორიას სამშენებლო კომპანია შპს „აი-სი-ი-ეს“აშენებს.
პროექტის მენეჯერის, გიორგი მორჩილაძის ინფორმაციით, ამბულატორიის მშენებლობაზე ხელშეკრულება 2014 წლის დეკემბერში გაფორმდა.
„შენობა შენდება მსუბუქი, რკინის კონსტრუქციით და სენდვიჩპანელებით, რომელსაც ჩვენი კომპანია აწარმოებს. კონსტრუქციის პლუსია ის, რომ შენდება სწრაფად და მარტივად. იმის გამო, რომ ხარაგაულში სასწრაფად იყო ასაშენებელი ამბულატორია, გადაწყდა ასეთი ტიპის შენობის აგება,“ – ამბობს გიორგი მორჩილაძე.
მისი თქმით, მშენებლობაზე 367 ათასი ლარი დაიხარჯება. პროექტი სამ თვეში უნდა დასრულდეს. ვფიქრობთ, 25-26 მარტისთვის ჩავაბარებთ,“ – ამბობს პროექტის მენეჯერი.
გიორგი მორჩილაძის ინფორმაციით, მშენებლობაზე დასაქმებულია12 პირი, – როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები, ისე კომპანიის ძირითადი კადრები.
ნინო კაპანაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,