

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს წარუდგინა წინადადება, რომ იმ აუცრელმა მოქალაქეებმა, რომლებიც დასაქმებულები არიან, სამ დღეში ერთხელ სამსახურში ტესტი წარადგინონ.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ვებინარზე ისაუბრა.
„იცით, რომ მთელი რიგი ჯგუფები – მასწავლებლები, პოლიციელები, ექიმები, სამედიცინო პერსონალი, ორ კვირაში ერთხელ იტესტებიან. ზოგიერთი ჩემი კოლეგა კვირაში ერთხელ ან სამ დღეში ერთხელ.
დღეს ამას უზრუნველყოფს სახელმწიფო, მაგრამ ჩვენ დავსვით წინადადება, რომ თუ ადამიანი ორჯერადად არის აცრილი, სავალდებულო ტესტირება უნდა იყოს სახელმწიფოს ხარჯზე, ხოლო თუ არ არის აცრილი, მაშინ ტესტირების თანხა ან დამსაქმებელმა გადაიხადოს, ან თავად დასაქმებულმა; მაშინ როდესაც ჯიბეზე მოგვარტყამენ, უფრო მეტად გამოვფხიზლდებით“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, კოვიდ-უსაფრთხო დაწესებულება ნიშნავს ორგანიზაციას, სადაც თანამშრომლების 80% სრულად აცრილია, ხოლო თუ ქვეყანაში დაწესებულებების 80-90% იქნება კოვიდ-უსაფრთხო, მაშინ ვირუსი ვეღარ გავრცელდება.
საფუტკრეში საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების შესახებ რჩევებისთვის მეფუტკრე გიორგი ლომსაძეს დავუკავშირდით.
სოფლად საგაზაფხულო სამუშაოების დრო დადგა. მიწის დამუშავებისთვის
ხარაგაულის რაიონულ საავადმყოფოში პაციენტები ყველა სახის სამედიცინო
ხარაგაულში მულტიფუნქციური (ახალგაზრდული,
ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი ივნისში მაყურებელს ახალ სპექტაკლს