ორსულებში აცრის აუცილებლობაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს, 27 აგვისტოს, გამართულ ვებინარზე ისაუბრა.

„ძალიან მწყინს, რომა ანტივაქსერთა შორის ჩემი კოლეგები, ექიმები არიან, – აღნიშნა მან, – ზოგი ძალიან აქტიურობს და მინდა მათ მივმართო, ყველა ადამიანი საკუთარ შეხედულებებში თავისუფალია, მაგრამ როცა ქვეყანაში არის პანდემია და ათასი ინფიცირებულიდან 20 შეიძლება დაიღუპოს, როგორ შეიძლება ადამიანს უთხრა, რომ არ აიცრას.

ის ადამიანი, რომელიც ორსულს ეტყვი, რომ არ აიცრას, ქვეყნის მოღალატეა. ორსულებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. მოვუწოდებ ყველა ორსულს, რომ აიცრან პფაიზერით. გთხოვთ მეანგინეკოლოგებს, ქალთა კონსულტაციებში მომუშავეებს, რომ ავცრათ ოორსულები. კორონავირუსი ორსულ ქალებს არ ინდობს და დაავადება დიდი გართულებებით მიმდინარეობს.

ორსულების მოვლასთან დაკავშირებით ახალი პროტოკოლები მუშავდება.

არის ბევრი ანტივაქსერი და მათ მოვუწოდებ, აცრის საწინააღმდეგო აგიტაცაის ნუ ეწევით, ეს თქვენთვის შეინახეთ. ახლა ქვეყნის გადარჩენის გზა მხოლოდ ვაქცინაციაზე გადის“.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის 44%-ია აცრილი.