

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილებისთვის წამახალისებელი ლატარია გათამაშდება.
„ეს საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე განვიხილეთ, – ამბობს ამირან გამყრელიძე, – 1 სექტემბერს ფინანსთა სამინისტრო განაცხადებს, თუ როდიდან დაიწყება ლატარიის გათამაშება, რათა აცრილი ადამიანები გარკვეული ფულადი ჯილდოებით წავახალისოთ.
ლატარიის კომპანიას ჩვენს ბაზებთან ექნება კავშირი, რათა იდენტიფიცირებული იყვნენ ერთხელ ან ორჯერ აცრილი ადამიანები და, შესაბამისად გაიმართოს გათამაშებები. ფინანსთა სამინისტრო ლატარიის კომპანიასთან აქტიურად მუშაობს“.
ამირან გამყრელიძის თქმით, სხვადასხვა ორგანიზაციები წამახალისებელ ღონსიძიებებს თავად აწესებენ. პირველი აცრის შემდეგ ორგანიზაციების უმრავლესობა თავისივე ხარჯზე 1-2 დღით თანამშრომლებს შვებულებაში უშვებს.
პარფიუმერულმა მაღაზიებმა დააწესეს შეღავათები. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ბანკებმაც აიტაცონ, – ამბობს ამირან გამყრელიძე, – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გამოაქვეყნებს იმ პასუხისმგებლიანი ორგანიზაციების სიას, სადაც დასაქმებულთა 80% აცრილი იქნება. ჩვენს სამსახურში თანამშრომელთა 79% აცრილია. გვინდა, ეს რიცხვი სექტემბერში 90%-მდე გავზარდოთ.
ერთმანეთს უნდა შეეჯიბრონ სკოლები, მუნიციპალიტეტები, სად უფრო მეტი აცრილი იქნება, რომ წლის ბოლოს მოზრდილი მოსახლეობის 60% კორონავირუსზე ვაქცინირებული იყოს“.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.