
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის ტრენინგების პირველ ეტაპი და საუბნო კომისიების პირველი სხდომები იმართება.
გადამზადება ექვს ეტაპად წარიმართება. ტრენინგებს სწავლების ცენტრისგან სერთიფიცირებული 202 ტრენერი და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები ატარებენ.
ხარაგაულში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სწავლებას არჩილ ბლიაძე და ინგა გლუნჩაძე უძღვებიან.
„საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხომები, როგორც წესი, უბანზე იმართებოდა, – განმარტავს არჩილ ბლიაძე, – ეპიდსიტუაციის გამო ცესკომ, საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით, წელს გადაწყვიტა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები ტრენინგის შემდეგ ჩატარებულიყო.
ტრენინგის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე თითოეულ მონაწილეს კორონავირუსზე სწრაფი ტესტი უტარდება. ყველა უბანზე ტესტირების ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა. ამასთან, საარჩევნო კოდექსში შევიდა ცვლილებები, მათ შორის საუბნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და მდივნის არჩევის წესში და ამიტომ საჭირო გახდა პირველი სხდომების ჩატარებამდე კომისიის წევრებს ეს ტრენინგები გაევლოთ.
ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს. ამიტომ საუბნო კომისიების ყველა წევრს, რომელიც გაივლის ტრენინგს და დაესწრება პირველ სხდომას, კუთვნილ ანაზღაურებასთან ერთად, სამივლინებო თანხაც დაერიცხება.
ის პირები, რომლებიც უარს იტყვიან კორონავირუსზე სწრაფი ტესტის ჩატარებაზე, ტრენინგსა და პირველ სხდომებზე არ დაიშვებიან“.
ტრენინგზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის შემდეგო საკითხები განიხილება:
დღეს, 27 აგვისტოს, ტრენინგები ჩაუტარდათ მოლითის, მარელისის, საბის, სარგვეშისა და ჯაფაროულის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს.
„საუბნო საარჩევნო კომისიაში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, ტრენინგებს ყოველთვის ვესწრები, რადგან ყოველწლიურად კანონში შედის ცვლილებები, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრმა უნდა ვიცოდეს“, – ამბობს საბის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ლიანა ყიფიანი.
ტრენინგის პირველი ეტაპი 25 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის