
„წელს სკოლებში კვლავ ვერ იხილავენ ბავშვები საკლასო ოთახებს, მასწავლებლებს პირისპირ ვერ მოუსმენენ, თანაკლასელებს ვერ შეხვდებიან, – წერს სოციალურ ქსელში სოციოლოგიის პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი, – კომპიუტერის ბრტყელ ეკრანთან გაატარებენ მათი სოციალიზაციისთვის უმნიშვნელოვანეს ხანას. დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის მაინც ეს ლამის კოლაფსის ტოლფასია, რაც მათ ფსიქიკაში აუცილებლად გამოიწვევს შეფერხებას.
რესტორნები გახსნილია, სკოლები – დაკეტილი. მარტო ამ წინადადებით შეიძლება პანდემიის პირობებში ცხოვრების ქართულად მართვის აბსურდულობის და მავნებლობის ჩვენება.
პანდემიის საწყის ეტაპზე, როდესაც მსოფლიო შოკში იყო და „ლოკდაუნის“ მეტი ვერაფერი მოიფიქრა, სკოლების დახურვა გასაგები იყო. მაგრამ მერე, დაგროვილმა გამოცდილებამ რაციონალური მართვის პრაქტიკა დაამკვიდრა – ევროპაში არსად, უკვე გარკვეული ხანია, სკოლებს აღარ ხურავენ, მოქნილი მენეჯმენტი შეიმუშავეს.
საქართველოში ასე რაციონალურად მოიქცა მაგალითად, გერმანული საერთაშორისო სკოლა: მასწავლებლების თითქმის 90% აიცრა, ხელშეკრულება გააფორმეს ტატიშვილის ცენტრთან, რომელმაც აიღო ვალდებულება, რომ სკოლაში სამედიცინო მობილური ჯგუფი შეექმნა და კვირაში ორჯერ ყველა (!) მოსწავლისთვის და მასწავლებლისთვის ტესტირება ჩაეტარებინა (ხარჯებს ფარავს სკოლა თავისი ბიუჯეტიდან), რეგულაციების დაცვით გადააწყო ინფრასტრუქტურა და ა. შ.
მიუხედავად ამისა, სკოლას, ჯერჯერობით, არ აძლევენ სწავლის არადისტანციურად დაწყების შესაძლებლობას.
დროა, მეტი მოქნილობა და რაციონალიზმი შევიტანოთ საშუალო განათლების პოლიტიკაში. მოსწავლეები უნდა დაუბრუნდნენ სკოლებს“!
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის